შპს „ბიზნეს ჯგუფი 2010“ (ყოფილი შპს „საქკამაზავტოცენტრი“) წარმოადგენს ერთ–ერთ უძველეს კომპანიას, რომლის საქმიანობის ძირითადი სფეროა საქართველოს ბაზრისათვის სხვადასხვა სახის სამშენებლო, კომუნალური, სატრანსპორტო, სასოფლო–სამეურნეო და ა.შ. საავტომობილო და სხვა სპეცტექნიკის მიწოდება.
ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
- სხვადასხვა დანიშნულების, კერძოდ – სატრანსპორტო, სამშენებლო, საგზაო–კომბინირებული, სახანძრო, კომუნალური, სასოფლო–სამეურნეო, ტაქტიკური და ა.შ. საავტომობილო და სპეციალური ტექნიკის იმპორტი და რეალიზაცია;
- მიწოდებული პროდუქციის გაყიდვისწინა მომზადება და საგარანტიო მომსახურება;
- საავტომობილო და სხვა სპეციალური ტექნიკის უშუალოდ ქარხანა–მწარმოებლისგან მიღებული (ორიგინალი) სათადარიგო ნაწილებით მომარაგება და მისთვის პოსტ საგარანტიო პერიოდში სხვადასხვა სერვისული სამუშაოების ჩატარება და რემონტი (მათ შორის კაპიტალური).
შპს „ბიზნეს–ჯგუფი 2010“–ის ოფისი, სასაწყობე მეურნეობა და საწარმოო სიმძლავრეები განლაგებულია თბილისში, სამრეწველო ზონაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 1,5 კმ–ის მანძილზე. მთლიანი ფართობი შეადგენს 30 000 მ2, მათ შორის:
- ოფისი – 700 მ2;
- საწარმოო–ტექნიკური ბაზა – 2400 მ2;
- სასაწყობო მეურნეობა – 2300 მ2;
- სათადარიგო ნაწილების მაღაზია – 200 მ2;
- ღია ტერიტორია – 23 000 მ2;
- ღია ავტოსადგომი – 300 მანქანისათვის.
კომპანიის მუდმივი შტატი შეადგენს 40 ადამიანს. ყოველი მათგანი წარმოადგენს მაღალკვალიფიციურ კადრს და გავლილი აქვს შესაბამისი ტრეინინგები ჩვენს პარტნიორ საავტომობილო ქარხანაში.
ჩვენი კომპანიის მატერიალურ–ტექნიკური ბაზა აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნოლოგიური დანადგარით საავტომობილო და სპეციალური ტექნიკის შეკეთების და მომსახურების უზრუნველსაყოფად. მხოლოდ შპს „ბიზნეს ჯგუფი 2010“–ს აქვს სს „კამაზის“ მიერ ავტორიზებული სერვის–ცენტრი, რომლის მეშვეობით ხორციელდება ამ ქარხნის სტანდარტების შესაბამისი ტექმომსახურება და დაზიანებული ან მწყობრიდან გამოსული ნაწილების ორიგინალი სათადარიგო ნაწილებით შეცვლა.