ჩვენი კომპანია დაარსდა 1983 წელს და ის თავდაპირველად რუსული საავტომობილო ქარხანა „კამაზის“ საქართველოს ავტოცენტრის ფუნქციას ასრულებდა. 1983–1995 წლებში კომპანია ახორციელებდა საქართველოში არსებული „კამაზის“ მარკის ავტომობილების სათადარიგო ნაწილებით მომარაგებას.

1995 წელს მის ბაზაზე ჩამოყალიბდა შპს „საქკამაზავტოცენტრი“ – კომპანია „კამაზის“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. აქედან მოყოლებული სათადარიგო ნაწილებით მომარაგების გარდა კომპანიამ დაიწყო საქართველოში „კამაზის“ მარკის ავტოტექნიკის იმპორტი და რეალიზაცია, მათი ტექნიკური მომსახურება, როგორც საგარანტიო, ისე პოსტსაგარანტიო პერიოდში.

2010 წლიდან შპს „საქკამაზავტოცენტრს“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს „ბიზნეს ჯგუფი 2010“.