კამაზი ჩამოყალიბდა 1969 წელს როგორც კამის დიდი ტვირთამწეობის სატვირთო ავტომანქანების მწარმოებელი ქარხნების კომპლექსი (საწარმოო გაერთიანება „კამაზი“), რომელიც 1990 წელს გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად.

კამაზის ლოგო

პირველი ავტომანქანის კონვეიერიდან ჩამოსვლა მოხდა 1976 წლის 16 თებერვალს. მას შემდგომ გამოშვებულია 1,9 მილიონზე მეტი ავტომანქანა და დაახლოებით 2,6 მილიონი ძრავი. ყოველი მეორე ავტომანქანა სრული წონით 14–40 ტონა, რომლის ექსპლუატაციაც ხდება რუსეთსა და დსთ–ში, – არის კამაზი. ყოველი მეოთხე წარმოებული მანქანა ექსპორტირდება რუსეთის ფარგლებს გარეთ. კამაზის ექსპლუატაცია ხორციელდება მსოფლიოს 80 ქვეყანაზე მეტში.

კომპანიების ჯგუფი „კამაზი“ – რუსეთის ფედერაციის უმსხვილესი საავტომობილო კორპორაციაა. სს „კამაზს“ მძიმე სატვირთო ავტომანქანების მწარმოებელ მოწინავე კომპანიებს შორის მე-16 და დიზელის ძრავების გამოშვების მოცულობის მხრივ მე-8 ადგილი უკავია მსოფლიოში.

სს „კამაზი“ აწარმოებს სატვირთო ავტომანქანების ფართო სპექტრს: სატვირთო ავტომანქანები (40 მოდელზე მეტი, დაახლოებით 1500 კომპლექტაცია, ავტომობილები მარჯვენა საჭით), მისაბმელები, ავტობუსები, ტრაქტორები, ძრავები, ძალოვანი დანადგარები და სხვადასხვა სახის ინსტრუმენტები. „კამაზი“ 14–40 სრული მასის მქონე სატვირთო ავტომანქანების ბაზარზე პოზიცირდება. უკანასკნელ წლებში წარმოებული პროდუქციის სპექტრი გაფართოვდა ავტომობილების ახალი მოდელებისა და ოჯახის ხარჯზე – დაწყებული საქალაქო მცირე სატვირთოებით და დამთავრებული გაზრდილი თვირთამწეობის მანქანებით.

ხარისხის მაჩვენებლების მხრივ კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნა, რომელიც იმავდროულად აკმაყოფილებს მომხმარებლების მოთხოვნებსა და მოლოდინს, ხარისხის სფეროში სს „კამაზის“ მთავარ მიზანს და კომპანიის და მისი თანამშრომლების ფინანსური კეთილდღეობის საფუძველს წარმოადგენს.

ხარისხის სფეროში დასახული მიზნების მიღწევის საშუალებას წარმოადგენს ხარისხის მართვის სისტემა.აღიარებულია, რომ სს „კამაზის“ ხარისხის მართვის სისტემა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს ISO 9001:2008, ეროვნულ სტანდარტს ГОСТ ISO 9001-2011 და დარგობრივ სტანდარტს  ГОСТ РВ 0015-002-2012.

2011 წელს სს „კამაზს“ მიენიჭა დონე „5 ვარსკვლავი“ ევროპულ კონკურსში EFQM მოდელით „აღიარებული სრულყოფილება“, რაც დასტურდება სერტიფიკატით, კომპანია შეყვანილია წარმატებული კომპანიების ევროპულ რეესტრში.

სს“კამაზის“ გაყიდვებისა და მომსახურების ქსელი მოიცავს რუსეთის ფედერაციის ყველა რეგიონს, დსთ-ის ქვეყნებს და აგრეთვე გასაღების ტრადიციულ საზღვარგარეთულ ბაზრებს. 2014 წელს სს „კამაზი“ აქტიურად აფართოებდა თავის გაყიდვებისა და სერვისის ქსელს.