კომპანია „ჩუკუროვა მაკინა“ (Çukurova Makina), რომელმაც „ჯონ დირთან“ (John Deere) სალიცენზიო შეთანხმების საფუძველზე 1968 წელს დაიწყო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოება, შემდგომი 18 წლის განმავლობაში აწარმოა 26250 ერთეული ტექნიკა.
1986 წელს კომპანიამ დაიწყო მიწის სათხრელი და სამრეწველო მანქანების წარმოება თავისი საკუთარი ლიცენზიისა და სავაჭრო მარკა «ÇUKUROVA»-ს ქვეშ. კომპანიის ყველაზე ცნობილი მანქანებია: ჩანგლიანი დამტვირთველები, ექსკავატორ-დამტვირთველები, ფრონტალური დამტვირთველები და ექსკავატორები. ტექნიკის აწყობა ხორციელდება კომპანიის საწარმოო ტერიტორიაზე, რომელიც განთავსებულია ტარსუსში – თურქეთი.
რამდენიმე წელში კომპანიამ მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი წილი როგორც შიდა, ისე მსოფლიო ბაზარზე, მიაღწია რა გაყიდვების დიდ მოცულობას მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში. ევროპაში, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში ბიზნესის წარმოების გარდა, კლიენტებისა და მათი მოთხოვნილებების სრულად დაკმაყოფილების მიზნით კომპანია „ჩუკუროვა მაკინამ“ გადაწყვიტა გაეფართოვებინა საკუთარი სადილერო ქსელი მთელს მსოფლიოში.
ყველა ახალი და არსებული პროდუქტი, გაერთიანებული მსოფლიოში ცნობილ კომპონენტებთან და უახლეს ტექნოლოგიებთან, კონცენტრირებულ სიმძლავრესთან, მაღალ წარმადობასთან, უსაფრთხოებასა და მომხმარებლის კომფორტთან ერთად, გამოცდას და სერტიფიცირებას გადის საამისოდ უფლებამოსილი სასერტიფიკაციო ორგანოს მიერ და დღესდღეისობით წარმოადგენს მოთამაშეს, რომელიც მზადაა წამყვანი როლი იტვირთოს ყველა ბაზარზე.
დღეის მდგომარეობით კომპანია ფლობს ISO 9000:2000 ხარისხის მენეჯმენტიის სისტემის სერტიფიკატს, რომელიც გაცემულია თურქეთის სტანდარტების ინსტიტუტის (TSE) მიერ და კვლევითი და განვითარებითი საქმიანობა (Ar&Ge) ხორციელდება თურქეთის სამეცნიერო-ტექნოლოგიური და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (TÜBİTAK) მხარდაჭერით.