ივანოვოს მანქანათმშენებელი ქარხანა „ავტოკრანი“ აწარმოებს 16-დან 40 ტ-მდე ტვირთამწეობის საავტომობილო ამწეებს „ივანოვეცის“ მარკის ქვეშ.
დაფუძნების თარიღიდან – 1950 წელი – ქარხანამ აწარმოა 157 ათასზე მეტი ავტოამწე, რომელიც მიწოდებულ იქნა მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში.
„ივანოვეცი“ – ეს არის თანამედროვე კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების საკონსტრუქტორო ამოცანების ეფექტური გადაწყვეტის სფეროში ლიდერობის, უნიკალური გამოცდილებისა და კომპეტენციის ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორია. საავტომობილო ამწეების წარმოების ათწლეულების განმავლობაში ივანოვოს საინჟინრო-კონსტრუქტორული სკოლა გახდა მოწინავე ამწეთმშენებლობის დარგში, ადგენს განვითარების თანამედროვე მიმართულებებს და ითვისებს პროდუქციის შექმნისა და წარმოების ახალ ტექნოლოგიებს.