შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “საქკამაზავტოცენტრი” არის რუსული დიდი ტვირთამწეობის სატვირთო ავტომანქანების, ტაქტიკური (სამხედრო დანიშნულების) და კამაზის შასზე არსებული სპეციალური (სამშენებლო, სახანძრო, კომუნალური, ავტობუსები, ამწეები და სხვა) ავტოტექნიკის მწარმოებელი სააქციო საზოგადოება კამაზის წარმომადგენელი და ერთადერთი ოფიციალური დილერი საქართველოში. მისი საქმიანობა, როგორც კამაზის ავტოცენტრი, დაიწყო 1983 წლიდან.




